Wednesday, December 12, 2012

ღვინის ისტორია

   საქართველოში ვაზი მუდამ წმინდა, ღვთაებრივ მცენარედ იყო მიჩნეული, ხოლო ღვინოს კი საკრალური დანიშნულება ჰქონდა.საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების მასალების საფუძველზე, საქართველო მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიული სამშობლოდ არის აღიარებული.
ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა ყურძნის წიპწები , რომლებიც ძვ.წ 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. დადასტურდა რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს , როგორც აღმოსავლეთ, ისევე ,დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადგილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში.
საქართველოში ნაპოვნია ვაზის უშუალო წინაპარი გარეული ვაზი კრიკინა, რომელიც დღეს წითელ წიგნშია შეტანილი.
ქართველი ხალხი ათასეული წლების მაძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას სუფრის და სადესერტო ტექნოლოგიას.ამას ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები:ტიხის ქვევრები, ოქროს ვერცხლსა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები ვანში აღმოჩენილია ქვევრებიანი სარდაფი(ძვ.წ. lll-ll ს.ს)
ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შექმნა ვაზის მოვლისა და ღვინის მოხმარების კულტურა, შეიმუშავა სუფრის მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და ნახევრად ტკბილი, სადესერტო და ცქრიალა, კახური და იმერული ტიპის ღვინოების დამზადების ტექნოლოგიური ხერხები.
ქართული ვაზის სიყვარული მტრისათვის იმდენად კარგად იყო ცნობილი, რომ არა ერთმა მტერმა გაანადგურა ვაზი და ძირიანად ამოძიკვა. თემურ ლენგმა თავისი მეხუთე ლაშქრობის დროს თავის ჯარს ვაზი ამოაძირკვინა, რადგან ეს მთლიანად ერის განადგურებასთან გააიგივა. ასევე ქართული ღვინო გაჰქონდათ შაჰის კარზე სადაც მას „ედემის სითხეს „ უწოდებდნენ.
მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი და უმნიშვნელოვანესი დარგია. ვაზის კულტურის ისტორია მჭიდროდააა დაკავშირებული ქართული ერის ისტორიასთან. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ კულტურაში ,ორნამენტებში, მხატვრობაში და ა.შ.
საქართველო ითვლება მევენახეობა მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად. ხარისხოვანი და მაგალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად მსოფლიოში.
მათ წარმატებით ჰყიდიან როგორც ადგილობრივ ისე რუსეთის ან სხვა ბაზარზე.



თანამედროვე ქართული მეღვინეობა
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის ახალი ეტაპი დაიწყო.გაშენდა ახალი ვენახები, ღვინის დამზადებამ მძლავრი სამრეწველო ხასიათი მიიღო, ფართოდ გაიშალა სამეცნიერო -პრაქტიკული მუშაობა, რამაც საფუძველი შექმნა დარგის შემდგომი აღორძინებისა და განვითარებისათვის. საქართველოში საფუძველი ეყრება ქართული ღვინის მწარმოებელთა ისეთ ფენას, რომელთაც აქვთ მცირე სიმძლავრის, თანამედროვე მატერიალური-ტექნიკური ბაზის მქონე ღვინის ქარხნები, შესაბამისი სანედლეულო ბაზით. ამჟამად ასეთი მცირე საწარმოების რაოდენობა 20-ზე მეტია და უახლოეს მომავალში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. მათ მიერ დამზადებული ღვინოები გამოირჩევა მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით. წყარო 

No comments:

Post a Comment